ზაზა გაბუნია: პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, საკონსტიტუციო კომისიის წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის სტატუსისა და მისი უფლებამოსილებების შეცვლა მოხდება. კერძოდ, გაბუნიას განმარტებით, პრეზიდენტი იქნება სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და ის დანიშნავს გენშტაბის უფროსსაც და ელჩებსაც.