პრეზიდენტმა „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება გადაუგზავნა.