სუბარი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები რამდენიმე თვეში ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპაში
„დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ მოგზაურობა ევროპაში, ვიზების გარეშე“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძლებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.