ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
2024-11-26 17:50:32

საზოგადოება

2025 წელს სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამხედროების დაფასების პოლიტიკასა და მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

მან ყურადღება სამხედროების ხელფასების მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.

 “საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დღეს შეადგენს 1 770 ლარს, რაც ბოლო წლებთან შედარებით, დაახლოებით 70 % -იანი მატებაა. 2025 წელს ჩვენი სამხედროების ხელფასები 10%-ით გაიზრდება“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სამხედროების საბინაო უზრუნველყოფის პროცესზეც:

“მახათას მთაზე მშენებლობის მეორე ეტაპი დავიწყეთ. პრაქტიკულად, დასრულებულია მოსამზადებელი და საორგანიზაციო სამუშაოები. კიდევ, დაახლოებით, 1 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეძლებს შეღავათიანი პირობებით საცხოვრებლის შეძენას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მინისტრობის კანდიდატმა, ასევე ყურადღება გაამახვილა თავდაცვის უწყების პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, აქტიურად ხორციელდება ჯარის მაღალი ხარისხის სანივთე ქონებით აღჭურვა, უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს ჯარისკაცის კვების, სამედიცინო და სადაზღვევო პირობები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


Black Friday-ის სუპერ კვირეული დაიწყო - ნახე „საქართველოს ბანკის“ ყველა შეთავაზება
ცესკომ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა
პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება