გახარია - სიებს გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ - არ ვკითხავთ არც „ნაცებს“, არც ივანიშვილს და არც მის პარტიას
2024-11-26 17:34:25

პოლიტიკა

ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება,- ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, “დღეს სიების ჩახსნის თემაზე ის ხალხი საუბრობს, რომელსაც არ აქვს არაფერი რეალური, გაბრაზებულ ამომრჩეველს შესთავაზოს“.

“დღეს სიების ჩახსნის თემაზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც არ აქვს არაფერი რეალური, შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს. დღეს ამომრჩეველი რეალურად გაბრაზებულია. სიების ჩახსნაზე საუაბრი არ არის ის, რაც ოპოზიციას ბრალეულობას მოუხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ვართ.

ვინმე თუ ფიქრობს, რომ სიების ჩახსნით პასუხისმგებლობას მოიხსნის იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ძალიან ცდება. თუ ფიქრობს, ან “ნაცები“ ან “ოცნება“ რომ ჩვენზე ზეწოლით რამენაირად მოახერხებენ, რომ მათი დღისწესრიგით ვიმოქმედებთ, ასე არ იქნება.

ჩვენ პირველებმა ვთქვით, რომ ამ პარლამანეტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება, რაც გუშინ დავადასტურეთ.

რაც შეეხება სიებს, გავაკეთებთ მაშინ და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ამას არ ვკითხავთ არც “ნაცებს“, არც ივანიშვილს და არც მის პარტიას.

მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ და ჩავსხნით მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით“,- განაცახდა გახარიამ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


Black Friday-ის სუპერ კვირეული დაიწყო - ნახე „საქართველოს ბანკის“ ყველა შეთავაზება
ცესკომ სამი ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გააუქმა
პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება