კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
2024-11-26 16:05:17

პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცესკოში მივიდა და სიების ჩახსნის შესახებ განაცხადი შეიტანა.

კუპრაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს აქვს ვალდებულება, საპარლამენტო სიის უფლებამოსილება სამი დღის ვადაში შეაჩეროს.

„ჩვენ ვთქვით, რომ როგორც კი გაჩნდებოდა სამართლებრივი შესაძლებლობა სიების ჩახსნის და არა გამოგონილი ვერსიები, ამას გავაკეთებდით და გავაკეთეთ დღესვე, პირველი დღეს, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ წარვადგინეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების ჩახსნის შესახებ გადაწყვეტილება და მე ახლა ხელში მიჭირავს ამ განცხადების და დოკუმენტაციის ჩაბარების მტკიცებულება და გამყალბებელ კალანდარიშვილს სისხლის სამართლის დამნაშავეს, აქვს ვალდებულება სამი დღის ვადაში შეაჩეროს ჩვენი საპარლამენტო სიის უფლებამოსილება, რის შემდეგაც უკვე გადავდგამთ ნაბიჯებს ინდივიდუალური განცხადებების სახით“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება
დოლარის კურსმა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა 105 რუბლს