ჩიქოვანი - ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან
2024-11-26 14:51:34

საზოგადოება

ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებსა და რიგითებს; ასევე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და  გმირებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ღირსეულად და თავდადებით იმსახურეს. მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშობლოს ღირსეული პატრიოტები არიან. 

ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული ჯარის მიმართ “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გამოხატული განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც, მისი თქმით, მადლობას იმსახურებს როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ისე პოლიტიკური გუნდის მიმართ. მინისტრობის კანდიდატმა გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და პოლიტიკურ გუნდს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტის მუშაობა, „ქართული ოცნების“ გუნდის საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ქვეყნისა და ხალხისთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


გომელაური აქციის მონაწილეებზე - მივიდნენ რკინის ღობურასთან აბრახუნებდნენ, ისროდნენ „ხლაპუშკებს“ - აუცილებლად დაისჯებიან
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა - ზოგიერთი ნაწარმოები პროგრამიდან სრულად ამოღებულია
„ლიბერთიმ“ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანია დაიწყო - აიღე სამომხმარებლო სესხი და აისრულე სურვილები!
„ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა