რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის 7 რეგიონში და ოკუპირებულ ყირიმში 39 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 დრონი როსტოვის ოლქში, 5 - ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 3-3 - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, თითო-თითო ორიოლისა და ვორონეჟის ოლქებში, 2 ყირიმში ჩამოაგდეს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,