გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
როთი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
„გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, - წერს როთი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება. სესიას „ქართული ოცნების“ 89-ვე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,