ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს პარლამენტში წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
„ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. აქ დღეს წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ეროვნული დღე.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების მონაწილეობა-არ მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვფიქრობ, სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ზოგადი მიდგომა ჰქონდეს პარლამენტს. ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,