„ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა - დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატებზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ოპოზიციის მხრიდან „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. აი, ნახავთ თქვენ, შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი და იტყვის, რომ პარლამენტში არშესვლა ნიშნავს, რომ ფეხს არ შედგამს - „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატებზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,