საქართველოში პირველად! „სფერო ჰოლდინგის“ მორიგი უპრეცედენტო საქველმოქმედო გადაწყვეტილება! - დღეიდან სოციალურ ქსელში ჯგუფი, სახელწოდებით „მხილების სფერო“ იარსებებს, სადაც საშუალება გეძლევათ, ღიად, არა მხოლოდ მევახშეებისგან დაზარალებულებმა, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა ისაუბროთ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სფერო ჰოლდინგი“ ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარდა ამისა, „გექნებათ საშუალება, გადაცემაში თავად ამხილოთ პირი ან კომპანია, ვისგანაც თვლით, რომ დაზარლდით“.
„ვინც თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა და გჭირდებათ დახმარება - შეტყობინების მიღებისთანავე, „სფერო ჰოლდინგის“ გუნდი მყისიერად ჩაერთვება საქმეში, გამომძიებელი ჟურნალისტები, ოპერატიულად „სფერო ჰოლდინგის“ იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საქმეს მოიკვლევენ და „სფერო თვ“-ის მეშვეობით საკითხის ირგვლივ თითოეულ დამნაშავეს გამოაშკარავებენ.
ამასთან, გექნებათ საშუალება, გადაცემაში თავად ამხილოთ პირი ან კომპანია, ვისგანაც თვლით, რომ დაზარლდით, კონკრეტულ „ქეისებში“ კი, „სფერო ჰოლდინგის“ დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა და იპოთეკით მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება ჩაერთვება, რომელიც არა მხოლოდ ამხელს მოწინაარმდეგე მხარეს, არამედ ყველა ინსტანციის სასამართლოში სრულიად უფასოდ დაიცავს თქვენს ინტერესებს.
„სფერო ჰოლდინგის“ მორიგი მასშტაბური პროექტი, საზოგადოებას ღია მხარდაჭერას უცხადებს, ჯგუფი სახელწოდებით, მხილების სფერო, კი თქვენი შანსია!“ - აღნიშნულია „სფერო ჰოლდინგის“ განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),