რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც 13 კანდიდატი მონაწილეობს.
ქვეყანაში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
13:00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 21,99% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 13:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 3 960 071-მა რუმინელმა გააკეთა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ვერცერთ კანდიდატი ვერ მოაგროვებს პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას და არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნება.
ამ დროის მონაცემებით, პირველ ადგილს რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, "სოციალ-დემოკრატი" მარჩელ ჩოლაკუა 25%-ით იკავებს, მეორე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე "რუმინელთა ერთიანობის კავშირის" ლიდერი ჯორჯე სიმიონია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,