ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იტალიაში გაემგზავრა, სადაც „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბლინკენი იტალიაში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორებთან განიხილავს მთელ რიგ საკითხებს, რომელთა შორისაა: კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება და კრიზისები ჰაიტისა და სუდანში.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ჩავა ვატიკანშიც, სადაც აუდიენციას რომის პაპ ფრანცისკესთან გამართავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,