თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ-სთან) პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები უკვე იმყოფებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ.ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილი არ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,