უილსონი - ვმუშაობთ იმაზე, რომ „მეგობარი აქტი“ დადებითად გადაწყდეს - რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს, იმას პატივს ვცემ
2024-11-23 13:13:16

პოლიტიკა

ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

უილსონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს.

ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს .

მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში“, - განაცხადა უილსონმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“ - რუტე ერდოღანს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა