სოლომონ პავლიაშვილი -ლაბორატორია მზად არის მიიღოს ნიმუშები და ჩაატაროს სრული დიაგნოსტიკა თევზის დაავადებების მიმართულებით
2024-11-23 12:42:02

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე თევზმომშენებელ ფერმერებსა და ლაბორატორიული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებაზე ისაუბრეს, განიხილეს არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თევზის დაავადებებს დიაგნოსტიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიღწევებს.

შეხვედრაზე ლაბორატორიის სპეციალისტებმა პრეზენტაცია წარადგინეს მეთევზე ფერმერებისთვის საჭირო კვლევების შესახებ.

„საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ლაბორატორიული კვლევების  გაფართოების მიმართულებით. ვინაიდან ქვეყანაში იზრდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი, საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა საჭირო და მოთხოვნადი ხდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა მიზნობრივ სეგმენტთან, შევისწავლეთ და დავნერგეთ მეთევზე ფერმერებისთვის საჭირო ლაბორატორიული კვლევები. დღეისათვის, ლაბორატორია მზად არის მიიღოს ნიმუშები და ჩაატაროს სრული დიაგნოსტიკა თევზის დაავადებების მიმართულებით“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აჭარაში გამართულ შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, ასოციაციის „ფორეჯი“, საკალმახე მეურნეობის „ვაკიჯვარი“, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურბნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“ - რუტე ერდოღანს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა