ამერიკის შეერთებული შტატების ახალად რჩეულმა პრეზიდენტმა “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დონალდ ტრამპის გუნდთან დაახლოებულ 4 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნიობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას გეგმავს, რომლის მთავარი მოვალეობა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მოგვარება იქნება. თუმცა, აღნიშნული თანამდებობის შექმნის შესახებ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
რიჩარდ გრენელი 2017-2021 წლებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გერმანიაში აშშ-ის ელჩი იყო, სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა და ასევე, დროებით აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
როგორც Reuters-ი იუწყება, ივლისში, რიჩარდ გრენელმა უკრაინაში „ავტონომიური ზონების“ შექმნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნული იდეის მიმართ, როგორც კონფლიქტის მოგვარების საშუალების, მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,