ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ამერიკელ ლიდერებს დასავლურ გზაზე საქართველოს წარმატების ნახვა სურთ და სწორედ ამას დაუჭერენ მხარს,- ამის შესახებ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტივენ ნიქსი "ამერიკის ხმასთან" საუბარისას განაცხადა.
როგორც ნიქსმა აღნიშნა, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი.
„ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას. ეს იმ გრძნობების გამო, რაც ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს და სურს დაეხმაროს მას თავისი ევროპული მისწრაფებების და იმედების ასრულებაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, [ვინაა ხელისუფლებაში] ჩვენ გვსურს განვაგრძოთ საქართველოზე ფოკუსირება და ქვეყნის დახმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ნიქსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,