თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა
2024-11-23 11:14:20

საზოგადოება

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კონკრეტული მონაკვეთი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. 

 დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

„გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დავარღვევთ კანონს, ნუ დავაბინძურებთ ქალაქის ქუჩებსა და შემოგარენს. ძალიან დასანანია, რაც აქ ხდება. მსგავს პრობლემებს თბილისის მასშტაბით მხოლოდ მუნიციპალიტეტი საკუთარი რესურსით ვერ მოაგვარებს, თუ მოქალაქეების მხრიდანაც არ იქნება მხარდაჭერა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, თავისი გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეებით“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. აღნიშნულ ობიექტზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:

1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;

5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;

10-ის ზემოთ - 30,6 ლარი.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge

 ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“ - რუტე ერდოღანს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა