ბეირუთში, ისრაელის საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელმა ბეირუთში, ბასტას რაიონში მდებარე 8 სართულიან შენობას დაარტყა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიშის დროს, სულ მცირე, 4 ბომბი ჩამოაგდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,