საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაპადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი, იგი იმპერატორს განუდგა.
რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი, მათ შორის ბორბალზე გაკვრა დაითმინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,