ამერიკის შეერთებული შტატების ახალად რჩეულმა პრეზიდენტმა “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხაზინის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
62 წლის მილიარდერი სკოტ ბესენტი ჰეჯ-ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.
„სკოტს დიდ პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,