მერია - საახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
2024-11-21 23:52:52

საზოგადოება

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა გრძელდება. ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო 22 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.

"რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მერია - საახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მამუკა მდინარაძე: გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო - შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები გააფართოვა
ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით - განცხადება