ბნელი მომენტი დადგა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
საარის თქმით, ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდენები გასცა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, აღნიშნულ ფაქტს კი ის ისრაელის უფლებაზე თავდასხმას უწოდებს.
"ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა „სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.
ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე - ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ",- განაცხადა გიდეონ საარმა.
შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,