სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ
2024-11-21 17:44:19

საზოგადოება

სტუდენტების პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება - ცოტა ხნის წინ მათ თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ.

სტუდენტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ. 

ჯაბა სამუშიას გადადგომას სტუდენტები 19 ნოემბრის შემდეგ ითხოვენ, რადგან მათი თქმით, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ს ეზოში შევიდა.

"ამ წამიდან სტუდენტები ვიქნებით აქ!!! ველოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს!",- წერს მოქალაქე ჯგუფ "დაიტოვეში" და ფოტოს აქვეყნებს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ
არ გამოგრჩეთ „საქართველოს ბანკის“ სუპერ შეთავაზებები Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში
პაპუაშვილი - პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან
ოთარ შამუგია უნგრელ კოლეგას შეხვდა