ოთარ შამუგია უნგრელ კოლეგას შეხვდა
2024-11-22 13:17:46

საზოგადოება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს, ლანტოს კსაბას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა 2 ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის გარემოს დაცვის მიმართულებით, გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

უნგრეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სასამართლომ ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია
ორბანი - „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ პუტინის განცხადება დასავლეთში სერიოზულად უნდა მიიღონ
აშშ და ევროპა განიხილავენ შეკავებას, როგორც უკრაინის უშიშროების შესაძლო გარანტიას