ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
2024-11-21 16:26:12

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიეტუვის სეიმში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის მოადგილის, გინტაუტას პალუცკასის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა.

პალუცკასმა თანამდებობაზე დანიშვნიდან 15 დღის ვადაში პარლამენტს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი და ასევე, განსახილველად სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს, საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს