„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
2024-11-21 15:53:39

ეკონომიკა

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების  შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესის შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნით, შესაძლებლობა გექნებათ, 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვებინოთ.

აღნიშნული შეთავაზებისას ბიზნესის დანახარჯი ნულოვანია, რადგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას, რომელიც მომხმარებელმა უნდაs მიიღოს, American Express-ი და „საქართველოს ბანკი“ დააფინანსებენ. საგულისხმოა, რომ თითოეული მომხმარებელი თითო ტრანზაქციაზე მაქსიმუმ 10 000 PLUS ქულის მიღებას შეძლებს.

შეთავაზების შექმნა შეუძლია კომპანიას, რომელსაც აქვს „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში. შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

Ads მენეჯერი პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ შეთავაზებები და წარადგინოთ ისინი „საქართველოს ბანკის“ იმ პლატფორმებზე, რომელთაც 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. ესენია: მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა ბიზნესისთვის, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებულ მომხმარებლებში ლოიალურობის განმტკიცება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მისი ანალიტიკური ინსტრუმენტები განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებისა და მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების შექმნისთვის. ვფიქრობთ, Black Friday-ის პერიოდში ბიზნესები შეძლებენ, ეფექტიანად გამოიყენონ პლატფორმა და ისარგებლონ მისი ყველა უპირატესობით“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

თუ ჯერ არ გამოგიყენებიათ Ads მენეჯერი, ან გსურთ უფრო მეტი ინფორმაციო მიიღოთ მის შესახებ, დეტალური ვიდეო-ინსტრუქცია ნახეთ აქ და შექმენით შეთავაზება თქვენი მომხმარებლებისთვის.


ავტორი: R (რეკლამა),


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს