გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
2024-11-21 15:08:15

სამართალი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. 

კალანდარიშვილი პროკურატურაში საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბოკუჩავა - ცრუობენ, რომ ელჩები არ მიიწვიეს - დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, პარლამენტის სხდომაზე მივიდეს
1-ელი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა