ასლან ბჟანია - ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის
2024-11-21 13:29:49

პოლიტიკა

ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

როგორც ბჟანიამ აღნიშნა, ზურაბიშვილი „აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით არ არის დაინტერესებული“.

„ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც სიხარულს გამოხატავს. ის აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით დაინტერესებული არ არის. ეს ნათელია და გასაგებია“,- განაცხადა ბჟანიამ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს