საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
2024-11-21 12:52:49

ომი უკრაინაში

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა დღეს, 21 ნოემბერს ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს გამოიყენეს.

„2024 წლის 21 ნოემბრის დილას, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ქალაქ დნიპროს (საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა) სხვადასხვა ტიპის რაკეტით.

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქიდან გაუშვეს“,- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება ტამბოვისა და ვოლგოგრადის ტერიტორიებიდანაც მოხდა.

როგორც საჰაერო ძალები იუწყება, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა Х-101-ის ტიპის 6 რაკეტა ჩამოაგდეს.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს, საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს