ბჟანია - ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს აფხაზეთს რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია
2024-11-21 09:54:06

პოლიტიკა

აფხაზეთს, საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტთან" საუბარში განაცხადა.

როგორც ბჟანიამ აღნიშნა, რუსები საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მან აცნობა.

"არანაირი დახმარება არ მითხოვია. ერთადერთი ისაა, რომ საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მე ვაცნობე",- განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და "ოპოზიციას" შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს "დოკუმენტის" რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. "ოპოზიციის" მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და "ოპოზიციას" შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია "თანამდებობიდან" გადადგა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს, საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს