ევროკომისიის სპიკერი - საქართველოში არჩევნების შემსწავლელი მისია უახლოეს კვირებში ჩამოვა
2024-11-20 23:34:14

პოლიტიკა

ევროკომისიის თანახმად, საქართველოში უახლოეს კვირებში ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებს შეისწავლის,- ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა.

ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე პიტერ სტანომ "რადიო თავისუფლებისთვის" გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ "საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი".

პიტერ სტანოს განცხადების თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წინაშე მოხსენებით წარდგება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელიც შეაფასებს, "როგორ უპასუხეს საჩივრებს საარჩევნო დარღვევებზე".


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს