საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა
2024-11-20 16:52:38

პოლიტიკა

დღეს, 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სარჩელი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ სასამართლოში გუშინ, 19 ნოემბერს შეიტანა.

„არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას“,- აღნიშნული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გუშინ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს