ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, ოჯახს დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ირანის სასამართლოს პრესსპიკერზე, ასგარ ჯაჰანგირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯაჰანგირის განცხადებით, გოგონას წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე არ აღძრულა.
"იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა",- განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, 3 ნოემბერს, თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის სტუდენტმა ტანსაცმელი გაიხადა და კამპუსში მოიარა მას შემდეგ, რაც ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო შევიწროებული იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,