საია - თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელზე ორგანიზაციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
2024-11-19 15:26:00

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ ინფორმაციას საია ავრცელებს.

საიას ცნობით, შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.

"სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება",- ნათქვამია საიას განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბოკუჩავა - მატყუარა ივანიშვილის დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მიიწვიეს
1-ელი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა