ოპერატორი სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს, მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება
2024-11-19 10:52:17

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორმა სერგი ბარამიძემ დატოვა.

დაკავებულ ოპერატორს სახეზე დაზიანებები აღეიშნება. მათ შორის დაზიანებები აღენიშნება მარცხენა თვალის თავის და მარჯვენა თვალის არეში.

„ვიღებდი დაკავებულებს, როცა მათი დაკავება დაიწყო, არაფერი მოწოდება არ გამიგია ამ პოლიციელებისგან და დაკავებულებს, რომ ვიღებდით ამ დროს მოხდა ჩემი დაკავებაც. რაღაც ხელი შეუშალეთ არ ვიცი, მეუბნებოდნენ რომ სავალი ნაწილი რატო არ დატოვეო, ჩვენ მოგიწოდეთო. ძირს ვეგდე და მირტყამდენ, ყველა პოლიციელი მირტყავდა ვისაც გაუხარდებოდა.

 ადმინისტრაციული წესით ვიყავი დაკავებული და უბრალოდ ხელწერილი დამაწერინეს და განმიმარტეს, რომ როცა დაგირეკავ მივიმალო. მე მაინც ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და ჩემს საქმიანობას ვასრულებდი» ამბობს სერგი ბარამიძე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ
არ გამოგრჩეთ „საქართველოს ბანკის“ სუპერ შეთავაზებები Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში
პაპუაშვილი - პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან
ოთარ შამუგია უნგრელ კოლეგას შეხვდა