ბათუმის სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო ორგანიზაცია Temos International-ის აკრედიტაცია 3 წლის ვადით მიენიჭა
2024-11-18 15:12:06

რეგიონი

ბათუმის სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო ორგანიზაცია Temos International-ის აკრედიტაცია 3 წლის ვადით მიენიჭა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო დონის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.

"ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლინიკა დაათვალიერეს და მედპერსონალთან შეხვდრა გამართეს. სამედიცინო დაწესებულებებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლის 1 იანვრამდე დაევალა",- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს