პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა, კოტე კაპანაძემ (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელ მეტოქე მადალონს ეფექტური გდებით სძლია
ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც იბრძოლებს.
მედიის ინფორმაციით, დღეს გამომსვლელი კიდევ 2 ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იასპარეზებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,