ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარი დაიხარჯა
2024-11-15 15:05:01

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან 1 059 769 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 2 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და 4-ის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

 “პროექტის ფარგლებში მოეწყო: დაბა ქედაში, თ.სახოკიას ქუჩაზე აშენდა ახალი თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე. განთავსდა ატრაქციონები, დასასვენებელი სკამები, ლამპიოონები, დეკორატიული ხეები, წყლის შადრევანი და ურნები.

სოფელ ცხემნაში აშენდა ახალი, მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის მინი-სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელი ცხმორისის, დანდალოს, ზესოფლის და კოლოტაურის მინი სპორტულ მოედნებს.

ასევე, სოფელ ახოში დასკვნით ეტაპზეა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ტრენაჟორები და ატრაქციონი, საპარკე სკამები, ლამპიონები წყლის შადრევანი და ფანჩატური.

სოფელი ახოს მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი თანამედროვე სკვერით, რომელიც გათვლილია ყველა თაობის მომხმარებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს