ქალაქ კასპში 9 აპრილის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოს პროცეს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
"წყალარინების სისტემის მოწყობის შემდეგ ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება, რაც ადგილობრივების გადაადგილებას კომფორტულს გახდის.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ქცია" ასრულებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),