დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "ჩვენ ვართ ევროპა!" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ახალი" ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციაზე მივა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციაც.
"დღეს, 11 ნოემბერს 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ - საქართველო ევროპაა!
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,