ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მკვებავი გაზსადენი შენდება
2024-11-11 13:07:07

ეკონომიკა

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება - ამ საკითხთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც  ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების მიმდინარე საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი და საპროექტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც  დაგეგმილ სამუშაოებს ასრულებენ. 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამთავრობო გეგმის ფარგლებში,   სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით აშენდება 120 კმ. სიგრძის მაღალი წნევის მკვებავი გაზსადენი და 7000 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ასაშენებელი ინფრასტუქტურის საპროექტო სამუშაოებში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს  სამუშაოების დასრულება.

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2013-2024 წლებში, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გაზიფიცირდა 881 დასახლებული პუნქტი და 206 247-მა აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. 11 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ამჟამად გაზიფიცირების სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში.   გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2025 წლისთვის ქვეყნის დაახლოებით 93% იქნება გაზიფიცირებული.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს, საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს