11 ნოემბერს, თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
როთის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან.
"საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით.
თბილისს, 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა",- წერს როთი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,