ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია ნიუკასლის ფეხბურთელია! 17 წლის ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის კონტრაქტი გაფორმდა, იუწყება ნიუკასლის ოფიციალური საიტი.
სალია თბილისის დინამოში იჯარით 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, 2025/26 წლების სეზონს კი ნიუკასლში დაიწყებს.
17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში დინამო თბილისის პირველ გუნდში თამაშობს და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - გიორგი მამარდაშვილი. 24 წლის მეკარე ლივერპულის კარს დაიცავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,