მუხროვანში სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსი დასრულდა
2024-10-09 12:34:33

სამხედრო

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე სნაიპერთა სკოლის საერთაშორისო საპილოტე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თვდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

"თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. კურსის გამოშვების ცერემონიის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური ოპერაციების ბაზის პოლიგონზე საჩვენებელი სროლები განახორციელეს. მათ სხვადასხვა დისტანციიდან სნაიპერული შაშხანებით სროლები შეასრულეს.

ორკვირიანი კურსის ფარგლებში, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სპეციალისტებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს და სნაიპერისათვის საჭირო უნარები განივითარეს. საერთაშორისო სნაიპერთა სკოლის საპილოტე კურსი მიზნად ისახავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ინსტიტუციების დაინტერესებას. აღნიშნული კურსი ქართულ მხარეს ნატოსთან თავსებადობის დონის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს",- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბოკუჩავა - ცრუობენ, რომ ელჩები არ მიიწვიეს - დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, პარლამენტის სხდომაზე მივიდეს
1-ელი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა