საბა ქარდავა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს
2024-10-05 14:23:16

სპორტი

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტებიდან მედლისთვის ბრძოლას ქართველი ძიუდოისტი საბა ქარდავა აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯუდოს დღიურები“ ავრცელებს.

ქარდავა იბრაჰიმ თათაროღლუსთან 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.

მომდევნო შეხვედრაში ქარდავას მეტოქე არსენ კაჟაევი (+100) იქნება.

ფინალური ბლოკი 15:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ,  გუშინ, 4 ოქტომბერს ქართელმა ძიუდოისტმა, ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


როთი - გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა [ვიდეო]
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ლიდერობს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში
ვილნიუსში საცხოვრებელ კორპუსთან DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა