ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა.
"ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში.
მედიის ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 300-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით.
Wall Street Journal წერს, რომ ისრაელმა ირანს შუამავალი წყაროების მეშვეობით განუცხადა, რომ აუცილებლად უპასუხებენ. საპასუხო დარტყმებში განიხილება თავდასხმა ირანის ბირთვული ობიექტებზე და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ასევე ენერგოობიექტებზე.
განახლება: თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,