მUFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
2024-09-29 19:44:01

სპორტი

მერაბ დვალიშვილი გულემატკვრებს შეხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილები UFC-ის ჩემპიონს სასიხარულო შეძახილებით შეხვდნენ. ისმოდა მადლობებიც. 

"ამ გრძნობას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად აღვნიშნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორ სამშობლოში!, - თქვა დვალიშვილმა ხალხში გამოსვლისას.

გილარმონიასთან დვალიშვილი ორსართულიანი ავტობუსით მივიდა სადაც მას ასევე დახვდნენ გულშემატკივრები. მერაბ დვალიშვილის თქმით, წარმატება და შრომა ყოველთვის ფასდება.

"ეს არის ჩემი უზარმაზარი მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ახალგაზრდის, უამრავი სპორტსმენის თუ ზოგადად, სტუდენტის. ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ", - განაცხადა დვალიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.

თბილისის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს ესტუმრება. 






ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო